საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობსი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციას. ამ დროიდან მოყოლებული, ორგანიზაცია მუშაობს მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმების, სტრუქტურული ძალადობის და სოციალური ჩაგვრის საკითხებზე. სამუშაო პროცესში იყენებს კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტებს.
ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: https://socialjustice.org.ge/
ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები:
ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის დროულ და სათანადო მომზადებას და სისტემატიურ აღწერას შესაბამის ბაზებში. პასუხისმგებელია ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვასა და მონიტორინგზე. მისი ძირითადი მოვალეობებია:
საჭირო კვალიფიკაცია
უნარ-ჩვევები
პროფესიული და სპეციფიური მოთხოვნები/უნარები
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით იყოს კონკრეტული დავალების შესრულება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: socialjustice.org.ge
ინსტრუქცია