სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოფიცერის პოზიციაზე.
ადმინისტრაციული ოფიცერის ფუნქცია-მოვალეობები:
ადმინისტრაციული ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის სამეურნეო და ადმინისტრაციული მიმართულებების მართვასა და ეფექტიან მუშაობაზე; ოფისის ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირებაზე.
- ორგანიზაციის სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის განხორციელება;
- ორგანიზაციის კორესპონდენციის მართვა;
- საოფისე ინვენტარის, ტექნიკის შერჩევა და შესყიდვების მართვა;
- ორგანიზაციის კუთვნილი რესურსის/მარაგების აღწერა-კონტროლი;
- საოფისე და სხვა (ავეჯი, საკანცელარიო საქონელი, ჰიგიენა, ყავა-ჩაი და ა.შ) სახის პროდუქციის შეძენა და მათი უზრუნველყოფა;
- საოფისე სივრცის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მივლინებების პროცედურების აღსრულება და აუცილებელი ლოგისტიკური პროცედურის ორგანიზება (ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და სხვა);
- ღონისძიებების მართვაში შესაბამისი გუნდის მხარდაჭერა და ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება;
- ორგანიზაციის სტუმრების/ბენეფიციარების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან დაკავშირება;
- შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა სახის დავალებების შესრულება.
საჭირო კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება სასურველია მენეჯმენტის ან ადმინისტრირების მიმართულებით;
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
უნარ-ჩვევები
- სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
- პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
- პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესის მართვა;
- კოლექტიური მუშაობა.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადმინისტრაციული ოფიცერი.
- კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით იყოს კონკრეტული დავალების შესრულება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: