სოციალური სამართლიანობსი ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოფიცერის პოზიციაზე.
ვაკანსიის ხანგრძლივობა - 6 თვე
ადმინისტრაციული ოფიცერის ფუნქცია-მოვალეობები:
ადმინისტრაციული ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის სამეურნეო და ადმინისტრაციული მიმართულებების მართვასა და ეფექტიან მუშაობაზე; ოფისის ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირებაზე.
- ორგანიზაციის სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის განხორციელება;
- ორგანიზაციის კორესპონდენციის მართვა;
- საოფისე ინვენტარის, ტექნიკის შერჩევა და შესყიდვების მართვა;
- ორგანიზაციის კუთვნილი რესურსის/მარაგების აღწერა-კონტროლი;
- საოფისე და სხვა (ავეჯი, საკანცელარიო საქონელი, ჰიგიენა, ყავა-ჩაი და ა.შ) სახის პროდუქციის შეძენა და მათი უზრუნველყოფა;
- საოფისე სივრცის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მივლინებების პროცედურების აღსრულება და აუცილებელი ლოგისტიკური პროცედურის ორგანიზება (ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და სხვა);
- ღონისძიებების მართვაში შესაბამისი გუნდის მხარდაჭერა და ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება;
- ორგანიზაციის სტუმრების/ბენეფიციარების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან დაკავშირება;
- შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა სახის დავალებების შესრულება.
საჭირო კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება სასურველია მენეჯმენტის ან ადმინისტრირების მიმართულებით;
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
უნარ-ჩვევები
- სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
- პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
- პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესის მართვა;
- კოლექტიური მუშაობა.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადმინისტრაციული ოფიცერი.
- კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით იყოს კონკრეტული დავალების შესრულება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 ნოემბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: