[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ვაკანსიები

ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

ადვოკატი იმუშავებს EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულებებიც არის:

  • ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ამ თემებში სოციალური და კულტურული უფლებების რეალიზების საკითხები;
  • რელიგიის თავისუფლება;
  • ლგბტი ადამიანების უფლებები;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
  • გამოხატვის თავისუფლება.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
  • საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადება;
  • სავალე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
  • საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
  • სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა, საქმიანობის სფეროსა და  წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით;
  • საქმიანობის სფეროსა და  წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  • პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საჯარო ან კერძო სამართლის მიმართულებით);
  • სამოქალაქო სამართლის ან საერთო მიმართულების ადვოკატის სერტიფიკატი;
  • კერძო ან საჯარო სამართლის დარგში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია, ადვოკატად ან სხვა რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და თანასწორობის იდეების რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას და ხედვას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]; 

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 17 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“