სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებების უმცროსი იურისტ-მკვლევარის პოზიციაზე.
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:
- სისხლის სამართლის პოლიტიკა;
- დანაშაულის პრევენცია და სასკოლო უსაფრთხოება;
- ნარკოპოლიტიკის რეფორმა;
- უსაფრთხოების პოლიტიკა და პრაქტიკები.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- მონაწილეობა ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადების პროცესში;
- პროგრამის გუნდთან ერთად კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
- სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ბენეფიციარებთან პერიოდული შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის, ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების რწმენა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადამიანის უფლებების უმცროსი იურისტ/მკვლევარი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: