სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებების სამართლის მკვლევარის/პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
მკვლევარი-კოორდინატორი იმუშავებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:
- ადამიანის უფლებები;
- უსაფრთხოების სექტორი და უსაფრთხოების პოლიტიკა;
- სამრთალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმები.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
- კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
- შესაბამის თემებში ორგანიზაციის მუშაობის დღის წესრიგებზე, სტრატეგიებზე, პრიოირიტეტებზე მუშაობა, პროგრამის გუნდთთან ერთად;
- ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
- პროექტების მართვა - პროექტული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება;
- ახალი პროექტების იდეებსა და კონცეფციებზე მუშაობა;
- დონორებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
- პროექტში ჩართული თანამშრომლების სამუშაო პროცესების კოორდინირება;
- პროექტული ანგარიშების მომზადება;
- სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის და მხარდაჭერის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა, მათ გაძლიერებზე მიმართულ სამუშაოებში მონაწილოება;
- მედიასთან კომუნიკაცია;
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის, ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების რწმენა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადამიანის უფლებათა სამართლის მკვლევარი/კოორდინატორი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 დეკემბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: