სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებების იურისტი-მკვლევარის პოზიციებზე.
შერჩეული კანდიდატები იმუშავებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამაში და მათი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:
- სისხლის სამართლის პოლიტიკა;
- სასამართლო სისტემის რეფორმა;
- დანაშაულის პრევენცია და სასკოლო უსაფრთხოება;
- ნარკოპოლიტიკის რეფორმა;
- უსაფრთხოების სისტემის ანგარიშვალდებულება;
- უსაფრთხოების პოლიტიკა და პრაქტიკები.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
- კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
- სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა;
- პროგრამის ბენეფიციარებთან პერიოდული შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
- ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
- მედიასთან კომუნიკაცია;
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის, ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
- ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთი ან რამდენიმე თემაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების რწმენა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადამიანის უფლებების იურისტ/მკვლევარი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 მაისი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: