სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა სამართლის მკვლევარი-კოორდინატორის პოზიციაზე ქალთა და ლგბტქი უფლებების მიმართულებით.
მკვლევარი-კოორდინატორი იმუშავებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:
- ქალთა უფლებები და ფემინისტური პოლიტიკა;
- ლგბტქი უფლებები და ქვიარ პოლიტიკა;
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
- კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
- შესაბამის თემებში ორგანიზაციის მუშაობის დღის წესრიგებზე, სტრატეგიებზე, პრიორიტეტებზე მუშაობა, პროგრამის გუნდთან ერთად;
- ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
- პროექტების მართვა - პროექტული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება;
- ახალი პროექტების იდეებსა და კონცეფციებზე მუშაობა;
- დონორებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
- პროექტში ჩართული თანამშრომლების სამუშაო პროცესების კოორდინირება;
- პროექტული ანგარიშების მომზადება;
- სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის და მხარდაჭერის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა, მათ გაძლიერებაზე მიმართულ სამუშაოებში მონაწილოება;
- მედიასთან კომუნიკაცია;
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის, ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების რწმენა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას ქალთა და ლგბტქი უფლებების დაცვის და პოლიტიკის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და კონტექსტს.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: j[email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადამიანის უფლებათა სამართლის მკვლევარი/კოორდინატორი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: