ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტისა და მკვლევარის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ანგარიშების, ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი შეფასებებისა და პოლიტიკის ხედვების მომზადება;
- კვლევის ან საჯარო პოზიციონირების მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების შესწავლა და ანალიზი;
- სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობისა და გარიყულობის კვლევების დაგეგმვისა და მომზადების პროცესებში მონაწილეობა;
- პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საველე და ადვოკატირების შეხვედრებში, ასევე ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა;
- ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
- მედიასთან კომუნიკაცია;
საჭირო კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით.
უნარ-ჩვევები
- ანალიტიკური აზროვნება;
- კვლევითი მუშაობა;
- აკადემიური წერა;
- სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმვა და ორგანიზება;
- პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
- კოლექტიური მუშაობა;
- ინგლისური ენის მაღალ აკადემიურ დონეზე ფლობა;
- სოციალურ ჯგუფებთან ველზე მუშაობის მაღალი ინტერესი და მგრძნობელობა;
- ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და თანასწორობის იდეების რწმენა.
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი; არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა:[email protected]
https://www.facebook.com/EMCRIGHTS/