“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
- კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
- სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა;
- პროგრამის ბენეფიციარებთან პერიოდული შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
- ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
- მედიასთან კომუნიკაცია;
- ახალი პროექტის იდეის და კონცეფციაზე მუშაობა;
- დონორებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- კვლევითი მუშაობა;
- აკადემიური წერა;
- სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
- პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
- პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
- სტრესის მართვა;
- კოლექტიური მუშაობა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.
EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 აგვისტო; არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა:[email protected]
https://www.facebook.com/EMCRIGHTS/