საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტში ისტორიას, არქეოლოგიასა და გერმანულ ლიტერატურას. 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გეტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტში თემაზე „დრამის ტექსტის წარმოშობა. სიუჟეტის თეორიისათვის“ (წიგნად გამოვიდა 2008 წელს). 2005-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2006 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ასოცირებული, შემდეგ სრული პროფესორი. ასევე 2006 წლიდან არის ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.
ინსტრუქცია