საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მარიამი სოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდს 2021 წლის მარტიდან შემოუერთდა. ის ძირითადად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ადამიანების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულებზე მუშაობს. ამ მიზნით უზრუნველყოფს სტრატეგიული საქმეების წარმოებას საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების წინაშე. მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებასა და საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას.
პროფესიული გამოცდილება
2016-2021: იურისტი,მკვლევარი - მედიის განვითარების ფონდი (MDF);
2020-2021: სისხლის სამართლის სტაჟიორი ადვოკატი, Legal Consulting and Services (LCS).
აგრეთვე, საუნივერსიტეტო სტაჟიტების ფარგლებში გავლილი აქვს პრაქტიკა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში. გარდა ამისა, მარიამი არის არაერთი კვლევის მათ შორის "მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში" კვლევის თანაავტორი, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
განათლება
2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
ინსტრუქცია