საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მარიამ ქაჯაია ქვიარ ფემინისტი აქტივისტია. მარიამი არის „იდენტობა იუსის“ სათემო ცენტრის მენეჯერი ბათუმში და პროექტ „ანარესის აკადემიის“ ავტორი. იგი პასუხისმგებელია „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამის განხორციელებაზე რეგიონში. „ანარესის აკადემიის“ მიზანია“ მისი მონაწილეები აღჭურვოს იმ ცოდნებით, რომელთა ქონაც აუცილებელია გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრისთვის ბრძოლაში უთანასწორობის გლობალურ და ლოკალური წესრიგების კრიტიკულ ანალიზის მეშვეობით.
პროფესიული გამოცდილება:
2016-2017 - კომუნიკაციის მენეჯერი - ქალტა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
2015 - ჟურნალისტი, რედაქტორი - ჟურნალი 17 მაისი
2014-2015 - მედია ოფიცერი - იდენტობა
2012-2014 - მედია მონიტორი - ტერა მედია
მარიამი არის „წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ” კვლევის ანგარიშის რედაქტორი და მთარგმნელი რამდენიმე სტატიისა სოციალური სამართლიანობის, ლესბოსელთა და ტრანს საკითხების შესახებ.
განათლება:
2016 - გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამა
2010-2014 - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით
ინსტრუქცია