კახაბერი სოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდს 2023 წლის მარტიდან შემოუერთდა. ის მუშაობს სოციალურად დაუცველ, უსახლკარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შრომითსამართლებრივი უფლებების დაცვის საკითხებზე. მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების იდენტიფიცირებაში, სამართლებრივი დავისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში და ბენეფიციარებთან კომუნიკაციაში. მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებასა და ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, აღნიშნულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიული გამოცდილება
2015 – დღემდე: ადვოკატი, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
2022 - დღემდე: ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
2017-2023: იურისტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“;
2022: იურისტ-კონსულტანტი - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ);
2021: მკვლევარი სამართლებრივ საკითხებში - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ);
2015 - 2017: სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი - სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია“;
2012 - 2015: იურისტ-ანალიტიკოსი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;
2008 - 2012: იურისტი - შპს ,,საქართველოს რკინიგზა“;
2007-2008: სტაჟიორი - შპს ,,საქართველოს რკინიგზა“, იურიდიული დეპარტამენტი.
განათლება
2000-2007: სამართალმცოდნეობა (მაგისტრთან გათანაბრებული) - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი– იურიდიული ფაკულტეტი;
2007-2008: საჯარო სამართლის სპეციალიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლის სკოლა (GYLA).