[Skip to Content]

Подписаться на новости

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

Библиотека / Исследование

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზიის (გარიყვის) კვლევა

Library Cover Image

Количество страниц:  170

შესავალი

არსებული კვლევების მიხედვით, საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, რამდენადაც, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მათი დასაქმების მხრივ დამაბრკოლებელი ბარიერები არსებობს. 2014 წელს სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ოფისის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის თანახმად, ენობრივი ბარიერი და ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციისადმი შეზღუდული წვდომა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ადგილობრივ მეწარმეებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს. არსებულ მდგომარეობას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული პოლიტიკის ნარკვევების კრებულიც, რომელშიც განხილულია თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შეხედულებები. დასტურდება, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, რის გამოც ხშირად ქვეყნის დატოვებაც უწევთ. არსებული რეალობა კი, მათ სოციალურ გარიყვას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ („ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური მონაწილეობის კვლევა“) აჩვენა, თუ რა დაბალია ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური აქტივიზმის ხარისხი. რესპონდენტთა გამოკვეთილ უმრავლესობას ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური ჩართულობის არც ერთი შემდეგი მეთოდი არ გამოუყენებია: ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიმართვა, მედია საშუალებების გამოყენებით პრობლემებზე საჯარო საუბარი, კოლექტიური ხელმოწერების შეგროვება, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სხვა. საგულისხმოა, რომ ეთნიკური უმცირესობების ყოველი მესამე წარმომადგენელი პოლიტიკაში მონაწილეობას ელიტების (და არა „ჩვეულებრივი“ მოქალაქეების) საქმიანობად მიიჩნევს. ამასთან გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ. დაბალი აქტივიზმის მიზეზებად სახელდება: პოლიტიკის მიმართ ინტერესის არქონა, ოჯახური დატვირთვა და ქართული ენის არასრულყოფილი ცოდნა. პროექტის სიახლე ისაა, რომ ექსკლუზიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემცირების გარდა, პროექტის მიზანია გარიყულობის საფუძვლად მდებარე პოლიტიკური და სოციალური მიზეზების ჩვენება და მათი გარდაქმნა.

Инструкция

  • Для движения вперёд нажмите клавишу „tab“
  • Для движения назад используйте комбинацию клавиш „shift+tab“