საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქეთი სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გუნდს 2016 წლის მაისიდან შემოუერთდა. ის ძირითადად არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მუშაობს. ამ მიზნით უზრუნველყოფს სტრატეგიული საქმეების წარმოებას საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების წინაშე. მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებასა და ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას.
პროფესიული გამოცდილება
2014-2016: სპეციალისტი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
აგრეთვე, სტაჟირების ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მუშაობდა.
განათლება
2013-2017: იურიდიული ფაკულტეტი (სისხლის სამართლის მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.
ინსტრუქცია