საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გიორგი სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის გუნდს 2022 წლის იანვრიდან შემოუერთდა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა სისხლის სამართლის პოლიტიკის კვლევა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი, ასევე, ქვეყანაში წარმოებული ნარკოპოლიტიკის ძირეული გარდაქმნის მხარდაჭერა. ამ მიზნით, გიორგი ჩართულია ანგარიშებისა და კვლევების მომზადებაში, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტების თუ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში. ის ასევე კოორდინაციას უწევს ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებს.
პროფესიული გამოცდილება:
2019-დღემდე: სისხლის სამართლის პოლიტიკის მკვლევარი;
2014-2015: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
განათლება:
2016-2019: კრიტიკული კრიმინოლოგია (მაგისტრის ხარისხი) - ჰამბურგის უნივერსიტეტი (ჰამბურგი, გერმანია);
2013-2015: სისხლის სამართალი (მაგისტრის ხარისხი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრის ხარისხი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ინსტრუქცია