საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ეთო სოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდს 2022 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა. ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში მუშაობს და მისი საქმიანობის სფერო სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკის, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება. ეთო პასუხისმგებელია ანგარიშების, კვლევების, შეფასებებისა და სხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტების შექმნაზე, რაც გულისხმობს, საკვლევ თემებთან კავშირში არსებული რელევანტური საერთაშორისო სამართლერიბრივი სტანდარტების, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, უნივერსალური, რეგიონული და სხვა ქვეყნების სამართლებრივი მექანიზმების მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების, გამოცდილებებისა და პოლიტიკების შესწავლასა და ანალიზს. ასევე, ეროვნული სამართლებრივი ბაზის, პოლიტიკის დოკუმენტებისა და ეროვნული სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი სტანდარტების იდენტიფიცირებასა და შეფასებას.
პროფესიული გამოცდილება
2021-2022: პოლიტიკური სამართლის ექსპერტი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტი "თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში"
2021: სტაჟიორი - European Centre for Press and Media Freedom (ECPMF), ლაიფციგი, გერმანია
2018 -2019: სტუდენტური ასისტენტი - ვიადრინიკუმ 2019, ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, ოდერის ფრანკფურტი, გერმანია
2016-2017: უმცროსი იურისტი - შპს. საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი, თბილისი
2015-2016: სტაჟიორი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი, თბილისი
განათლება
2018-2021: საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, გერმანია;
2012-2016: სამართალმცოდენობა (ბაკალავრი) - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ინსტრუქცია