საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ანი სოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდს 2022 წლის ივლისიდან შემოუერთდა. მისი საქმიანობის სფერო არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობისა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება. საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობს აღნიშნული სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირების, სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, კვლევების მომზადების პროცესში. ამასთან, ანის საქმიანობა მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის მემორანდუმებისა და ბრიფების შედგენას.
პროფესიული გამოცდილება
2023-დღემდე: უმცროსი მკვლევარი;
2022-2023: ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის თანაშემწე -სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
განათლება
2018-2022: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი.
ინსტრუქცია