საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
Head: ქეთევან გურჩიანი
Author: ელენე გავაშელიშვილი
Number Of Pages: 250
Organization: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (ART) საქართველოში თანდათან იკიდებს ფეხს, მაგრამ სამედიცინო სფეროს განვითარებასთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიუღებლობას ამჟღავნებს ბავშვის "არაბუნებრივი" გზით გაჩენის მიმართ. ეკლესიის ავტორიტეტულობის მიუხედავად, უშვილო ქალებისთვის რთულია თანამედროვე სამედიცინო შესაძლებლობებზე უარის თქმა და უშვილობასთან შეგუება იმ საზოგადოებაში, სადაც ქართველი ქალი და ქართველი დედა ნორმატიული დისკურსის მიერ ერთმანეთთანაა გაიგივებული. დისერტაცია აჩვენებს ერთი მხრივ იმ დისკურსებს, რომლებიც "სათანადო" ქართველი ქალის სახეს აყალიბებს, ხოლო მეორე მხრივ კი წინააღმდეგობრივ პრაქტიკებს, რომელთა ერთმანეთთან მორიგების გზით უშვილო ქალები გამოსავალს პოულობენ. ქალებს, რომლებიც უშვილობასთან გამკლავებას ცდილობენ, ინსტიტუციური აკრძალვებისა (რელიგია) და შემოთავაზებების (მედიცინა) ურთიერთდაპირისპირებული სპექტრი ეშლებათ თვალწინ, რომლის საკუთარ შესაძლებლობებთან შეთავსებაც მათი მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება ხდება. ერთი შეხედვით, რეპროდუქციული სფეროს რეგულირებით დაინტერესებული ძირითადი აქტორები: ეკლესია და სამედიცინო კლინიკები ურთიერთგამიჯნულები არიან, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს ამ სფეროებს შიგნით არსებულ მოქნილობას, რაც ურთიერთგადაკვეთებში და მსგავსებებში გამოიხატება.
The website accessibility instruction