საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
Head: გიგი თევზაძე
Author: სოფიო გორგოძე
Number Of Pages: 112
Organization: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება განათლების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების თემას. კერძოდ, ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მართვის დეცენტრალიზაციასთან და მის შემდგომ ცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე 2003-2012 წლების პერიოდში. საკითხის გამოსაკვლევად განხორციელდა თვისებრივი კვლევა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 27 სიღრმისეული ინტერვიუ. აქედან 20ზე მეტი ინტერვიუ განხორციელდა განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ინტერვიუების გარდა გამოყენებული იქნა სამაგიდო კვლევის მეთოდი, მოხდა საკანონმდებლო ბაზის, არსებული კვლევებისა და მედია წყაროების დეტალური განხილვა რათა წარმოდგენა შეგვექმნა საგანმანათლებლო სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. ნაშრომში გამოყენებულია ორი თეორია - ჯონ კინგდონის მრავალი ნაკადის თეორია და დევიდ მეიჰაუს ელექტორატთან კავშირის თეორია. კვლევის მიგნებები დიდწილად ადასტურებს მრავალი ნაკადის თეორიას და განავრცობს ელექტორატთან კავშირის თეორიას. კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში მართვის დენტრალიზაცია/ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მჭიდრო კავშირშია არჩევნებთან.
The website accessibility instruction