[Skip to Content]

Subscribe to our web page

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

Library / Research

გენდერული იდენტობის რეპრეზენტაცია მედია-დისკურსში

Library Cover Image

Head:  რეზო მასრაგიშვილი

Author:   ნინო გულიაშვილი

Number Of Pages:  198

ნებისმიერი სოციალური მოვლენა თ ქმედება დაკავშირებულია ადამიანის აქტივობასთან, რომელიც ხშირად დისკურსულ რეპრეზენტაციას პოვებს მედიაში. ამ თვალსაზრისით, ომი არ არის გამონაკლისი. დისკურსულ სტრუქტურებს გააჩნიათ იდეაციის ფუნქცია, რომელიც სამყაროს ადამიანისეულ ხედვას წარმოაჩენს. 

მეტაფორა ძლიერი ლინგვისტური იარაღია, რომელიც ზემოაღნიშნულ ფუნქციას ასრულებს. ომის ამსახველ მედია-დისკურსში ქალისა და მამაკაცის მიერ რეალობის განსხვავებული ხედვა აირეკლა, რომელსაც გენდერული იდენტობის რეპრეზენტაციის იმპლიციტურ საშუალებად მივიჩნებთ. წინამდებარე კვლევის მიზანია 2008 წლის ომის ამსახველ ადგილობრივ ინგლისურენოვან ბეჭდურ მედიაზე დაყრდნობით კონცეპტუალური მეტაფორების გამოვლენა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქალისა და მამაკაცის მიერ რეალობის აღქმას განსხვავებულად წარმოაჩენენ. განსხვავებულობის ფაქტი მედიაში მასკულინური ჰეგემონიის და სტერეოტიპული ფემინურობის ნიშნებს აფიქსირებს ქვეყანაში საომარი ვითარების დროს. ნაშრომში წარმოდგენილია არა მხოლოდ ვერბალური, არამედ ვიზუალური მეტაფორებიც, რომლებიც აღნიშნულ ომთან დაკავშირებით შეიქმნა და კონცეპტუალური მეტაფორების ვერბალური გამოხატვის ალტერნატივა. შესაბამისად, კვლევა ეყრდნობა კოგნიტური/კონცეპტუალური მეტაფორის თეორიას. 

The website accessibility instruction

  • To move forward on the site, use the button “tab”
  • To go back/return use buttons “shift+tab”