საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
Head: ნინო ჯავახიშვილი
Author: ირინა ვარდანაშვილი
Number Of Pages: 128
Organization: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
წინარწმენა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ასევე, კონკრეტულად ქართულ საზოგადოებაში. ფსიქოლოგიაში და სხვა სოციალურ მეცნიერებებში ჩატარებული მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ რელიგიურობა და წინარწმენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, თუმცა, ამ საკითხის გარშემო კონსისტენტური მონაცემები ჯერ კიდევ არ არსებობს. 528 სტუდენტისგან შეგროვებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, წინამდებარე სადოქტორო კვლევამ ამ პრობლემის გადაჭრის გზები დასახა. კერძოდ, მან აჩვენა, რომ ამ არათანმიმდევრული შედეგების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს იმის არგათვალისწინება, თუ რელიგიურობის რომელ ასპექტზე კეთდება აქცენტი რელიგიურობის გაზომვისას. წინამდებარე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რელიგიურობის განსხვავებული განზომილებები განსხვავებულად არიან დაკავშირებული წინარწმენასთან. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ამ არათანმიმდევრული მონაცემების ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ემპათიის, როგორც მოდერატორი ცვლადის არგათვალისწინება, ტრაექტორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ემპათიის რაციონალური განზომილება (სხვისი პოზიციის მიღება) მოდერატორის როლს ასრულებს წინარწმენასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის კავშირში. კვლევის მნიშვნელოვანი შედეგია, ასევე, სოციალური დისტანციის სკალის რთული ფაქტორული სტრუქტურის გამოვლენა. კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური დისტანციის სკალას აქვს განსხვავებული ფაქტორული სტრუქტურა იმის მიხედვით, თუ რომელი ჯგუფის მიმართ იზომება სოციალური დისტანცია.
The website accessibility instruction