[Skip to Content]

Subscribe to our web page

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

Library / Research

პოსტკოლონიური პერიოდის ქართულ-რუსული ურთიერთობები ქართულ მხატვრულ და პუბლიცისტურ პროზაში

Library Cover Image

Head:  ბელა წიფურია

Author:   ნატალია სვანიძე

Number Of Pages:  241

წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულრუსული ურთიერთობების რეფლექსიები ქართულ მხატვრულ და პუბლიცისტურ პროზაში.

საქართველოში რუსული დომინაციის თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია დასრულდა მეოცე საუკუნის ბოლოს _ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით 1991 წლის 9 აპრილს და საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლით 1991 წლის 26 დეკემბერს. საქართველო, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად, აღმოჩნდა ახალი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და სოციალური რეალობის წინაშე, რომელიც, ცხადია, შესაბამისად აისახებოდა ლიტერატურის/კულტურის სივრცეში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ლიტერატურა/კულტურა მთელი კოლონიური პერიოდის მანძილზე რუსული დომინანტობისადმი რეზისტენტობის უმთავრესი სივრცე იყო, ლოგიკური ჩანს, რომ ახალი რეალობისთვის მომზადების, პრობლემური საკითხების წარმოჩენის, წარსულის გადააზრების, კულტურული და სოციალური რეორიენტაციის ამოცანებსაც ქართული მწერლობა თავის თავზე იღებს და მეტნაკლები წარმატებით ახერხებს. ამასთანავე, როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ და სოციალურ არეალებში რუსეთთან ურთიერთობა თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე კვლავ რჩება ყველაზე აქტუალურ პრობლემად, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სუვერენული საქართველოს სახელმწიფოებრივ და კულტურულ პროცესებზე.

ნაშრომში საკვლევ მასალადაა შერჩეული ქართველი მწერლების ისეთი პუბლიცისტური და მხატვრული ტექსტები, რომლებიც სწორედ ქართულ-რუსულ პოსტკოლონიურ ურთიერთობებს და ამ ფონზე წამოჭრილ შიდაეთნიკურ კონფლიქტებს ეხება.

ამ პროცესების საკვლევად ვეყრდნობით პოსტკოლონიალიზმის თეორიის ფარგლებში შემუშავებულ თეორიულ მიდგომებს. დღეს უკვე აღიარებულია, რომ მსოფლიოში კოლონიური ისტორიისა და პოსტკოლონიური რეალობის შესასწავლად 3 დასავლურ აკადემიურ გარემოში განვითარებული ეს თეორია ვალიდურია და ეფექტიანია საბჭოური გამოცდილების ქვეყნების კულტურული რეალობის კვლევისასაც. შესაბამისად, სადისერტაციო ნაშრომში ქართულ-რუსული ურთიერთობების მწვავე საკითხების, მათ შორის, ახალი იდენტობის ფორმირების, კოლონიზებულის ცნობიერებისაგან გათავისუფლების, ქართულ-ოსური კონფლიქტისა და აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ომისშემდგომი სიტუაციის კვლევა ქართულ ლიტერატურულ დისკურსზე დაყრდნობით მიმდინარეობს პოსტკოლონიალიზმის თეორიულ ჭრილში.

პოსტკოლონიალიზმის ძირითადი ცნებებიდან მივმართავთ კონცეპტებს: მიმიკრია, ჰიბრიდულობა, სუბალტერნი, ბინარული ოპოზიციები „ჩემი“ და „სხვა“, კოლონიზატორი-კოლონიზებული, ცენტრი (მეტროპოლია) - პერიფერია.

დისერტაციაში ნაჩვენებია საბჭოური პარადიგმების გადაფასების პროცესი პოსტსაბჭოთა/პოსტკოლონიურ საქართველოში; პოლიტიკურად დომინირებული ძალის მიერ დაქვემდებარებული ერისთვის თავსმოხვეული იდეების მარცხი; ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობების აღქმა; კოლონიზებული ქვეყნის სტატუსისა გააზრებისა და ამ სტატუსისაგან გათავისუფლების სურვილი_ როგორადაც ეს აისახა ქართულ ლიტერატურაში. ნიშანდობლივია, რომ ადრეული პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული პუბლიცისტური ტექსტები ცხადყოფს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ისტორიული გამოცდილების შეფასება მიმდინარეობს სწორედ კოლონიალიზმთან და იმპერიალიზმთან დაკავშირებული ლექსიკით. შრომაში გამოვყოფთ ადრეულ პოსტსაბჭოთა წლებში ქართულ მედია-დისკურსში ქართველი, რუსი, აფხაზი, ოსი ეთნოსების შესახებ მყარად ფორმირებულ შეხედულებებს, რომლებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიმდინარეობაზე; დისერტაციაში ნაჩვენებია, თუ რამდენად შეუძლია კონფლიქტის ლიტერატურულ რეფლექსიას თავისი წვლილის შეტანა ამა თუ იმ პოლიტიკური და სოციალური სიტუაციის გაცნობიერებაში; ნაჩვენებია ქართული იდენტობის გადააზრების თავისებურებები რუსული დომინაციის დასრულების ფონზე 1990-იან წლებში; ახალი სოციოკულტურული იდენტობის ფორმირების თავისებურებები 21-ე საუკუნეში; 4 ვარდების რევოლუციისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ლიტერატურული რეფლექსიების საერთო ფონზე, განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა 2008 წლის ომისშემდგომი პერიოდის მხატვრული ტექსტების ანალიზი: ახალი ქართული იდენტობის ფორმირების პროცესზე დასაკვირვებლად, პოსტსაბჭოთა ქართული კულტურულ-ესთეტიკური და ინტელექტუალური პროცესის ცალკეული თავისებურებების განსასაზღვრად, პოსტსაბჭოთა გარემოში პოსტმოდერნული რეფლექსიის ქართული ანალოგის კანონიზაციის ტენდენციის დასადგენად და პოსტრევოლუციური რემარკაციის მოსახელთებლად.

მოცემულ ნაშრომში ჩვენ დავაკვირდით პროცესს, თუ როგორ მოშალა საქართველოში ყოფილი საბჭოური ცენტრის ავტორიტეტულობის მითი პოსტკოლონიალურმა/პოსტმოდერნისტულმა დისკურსმა, როგორ დატოვა საქართველომ _ ახალი იდენტობის სუბიექტმა, „პოსტ-სუბალტერნმა“, მეტროპოლიის მენტალური (ფიზიკურიც) საზღვრები და დაადგა საკუთარი ახალი იდენტობის განმტკიცების გზას.

The website accessibility instruction

  • To move forward on the site, use the button “tab”
  • To go back/return use buttons “shift+tab”