[Skip to Content]

Subscribe to our web page

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

SOCIAL POLICY / Vacancies

ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

ადვოკატი იმუშავებს სოციალური პოლიტიკის და თანასწორობის პროგრამებში, რომელთა საქმიანობის მთავარი მიმართულებებია:

  • შრომის პოლიტიკა და შრომითი უფლებები;
  • გარემოსდაცვითი პოლიტიკა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები;
  • უფლება სათანადო საცხოვრისზე;
  • ქალთა უფლებები;
  • ეთნიკური უმცირესობების უფლებები;
  • რელიგიის თავისუფლება.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც, მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმისწარმოების ხელმძღვანელობას;
  • ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების/განცხადებების მომზადება;
  • საველე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
  • საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
  • სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა, საქმიანობის სფეროსა და  წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით;
  • საქმიანობის სფეროსა და  წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საჯარო ან კერძო სამართლის მიმართულებით);
  • სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით ადვოკატის მოწმობა;
  • სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის სფეროში სასამართლო დავების წარმოების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და თანასწორობის იდეების რწმენა;
  • სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას და ხედვას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება/წერა;
  • სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
  • პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
  • კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფოს უწყებების წარმომადგენლებთან, მედიასთან და სხვა აქტორებთან;
  • პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • MS Office კარგ დონეზე ცოდნა.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

  • დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი.
  • დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: jobs@socialjustice.org.ge;
  • გთხოვთ, იმეილის subjectველში მიუთითოთ - ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

  • საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 24 მაისი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
  • ადმინისტრაციული ადვოკატი - 2583 - 2841 (დაირიცხული - Gross) - ხელფასი განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

The website accessibility instruction

  • To move forward on the site, use the button “tab”
  • To go back/return use buttons “shift+tab”