[Skip to Content]

Subscribe to our web page

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

JUDICIARY AND DEMOCRACY / Vacancies

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის ასისტენტი

 

 სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის ასისტენტის პოზიციაზე.

 პოზიციის მიზანი

ასისტენტ-მკვლევარი სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამუშაო თემებიდან და სტრატეგიული სამართალწარმოების ამოცანებიდან გამომდინარე დაგეგმილი სამართალწარმოების მხარდაჭერას. კერძოდ, ასისტენტ-მკვლევარი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და რელევანტური საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების წინაშე საქმის სტრატეგიულობის/რელევანტურობის იდენტიფიცირებისა და საქმის სათანადო მომზადების მიზნით მონაწილეობს როგორც კვლევით ასევე უშუალოდ განაცხადის მომზადებისა და წარმოების პროცესში. 

ძირითადი მოვალეობების აღწერა

  1. ორგანიზაციის სამუშაო თემების, სტრატეგიული სამართალწარმოების ამოცანებისა და ორგანიზაციაში მიმდინარე საქმეების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სტრატეგიული სამართალწარმოებისათვის შესაბამისი საქმის რელევანტურობის/შესაბამისობის შესწავლის პროცესის მხარდაჭერას მათ შორის, სათანადო კვლევის საშუალებით;
  2. მონაწილეობს საქმის მომზადების პროცესში საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და რელევანტური საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების წინაშე  წარსადგენად.
  3. საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიული სამართლწარმოების ადვოკატთან ერთად მონაწილეობს ბენეფიციარებთან სამართლებრივი კონსულტაციების გაცემის, ორგანიზაციის მიზნებისათვის საქმის სტრატეგიულობის იდენტიფიცირებისა და საქმის წარმოების/წარმომადგენლოებისათვის დაგეგმილ სამუშაო პროცესებში.
  4. შესაბამისი სტრატეგიული საქმეების ადვოკატირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს შეფასებებს, განცხადებებს, საჯარო მიმართვებს, გამოხმაურებებს და სხვა ანალიტიკურ დოკუმენტებს.

მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება; სასურველია მაგისტრის ხარისხი კონსტიტუციური სამართლის ან/და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით;
  • სასურველია, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო მექანიზმების წინაშე საქმისწარმოების ან ადამიანის უფლებათა მკვლევარის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების  რწმენა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  •  

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ასისტენტ-მკვლევარი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 აპრილი, 2022 წელი.  არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

The website accessibility instruction

  • To move forward on the site, use the button “tab”
  • To go back/return use buttons “shift+tab”